სიზმრად...
სიზმრად ვნახე გაზეფხული. სილაჟვარდით იყო სავსე. ყვავილები ყვავილობდნენ და არქვევდნენ ირგვლივ სურნელს... სიზმრად ვნახე ჩემი თავი... მე ვიდექი მინდვრის ველზე... ნაზი სიო მევლებოდა... მივარცხნიდა ჩემს ლოკონებს! მე ვხედავდი თუ რა სითბოდ ევლებოდა სიო ხეებს, რა სინაზით ეტრფობოდა ყვავილებით მორთულ ველებს. სიზმრად ყურში ჩამესმოდა ჩიტუნების ნაზი ხმები... და ისინიც უგალობდნენ გაზეფხულის ნათელ დღეებს! სიზმრად ვნახე გაზაფხული... მე მეგონა - ცხადში დადგა.. მაგრამ გარეთ ბობოქრობდა სუსხიანი ზამთრის ქარი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი