1 3
თბილისის თავზე კვლავ მოიღრუბლა.. ცა ისევ ატირდა ცხარე ცრემლებით... მდინარე ადიდდა, საზღვრებს გადაცდა.. კვლავ ახლოვდება 13 ივლისი... ძალზე რთულია ამ ღამის ხსენება.... წყალმა წალეკა მთელი თბილისი... თან წაიყოლა ლამაზი სულები... სამი წელიღა გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ტკივილი აღარ ნელდება... ლამაზ სახეებს ვეღარ ხედავენ და აღარ გაისმის მათი ვედრება.. ვერც ერთი გაივლის მშვიდობის ხიდზე, ვეღარც დატკბება ძველი თბილისით... რადგანაც ღმერთმა ასე ინება... მან წაიყვანა ისინი ზეცაში... მათი მშობლები ცხარედ ტირიან, შავ ნაბადებში მალავენ სახეს! მათი ტკივილი იმდენად დიდია, რომ ყოველ 13_ში ტირის თბილისიც!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი