კოროლიონ!


ო, კოროლიონ! მახსოვს ჰაერი
შენს კრისტალებში ყინვით მოსული.
როს ნაპრალებში შუქი ამ ფერი,
დანარნარებდა კრძალვით მორთული.

ვითა მარცვალნი განიბნევიან,
განიბნეოდა შუქი ცხოველი.
შუქი უზადო იმ წამს გასხივდა 
და გაიფანტა ბინდი ყოველი!

მთა მდუმარებდა დაფიქრებული...
ცა მწუხარებდა დაბინდებული...
გამოკრთებოდა შუქი ცხოველი,
იფანტებოდა ბინდი ყოველი!
და ასე იყო დასაბამითგან... 
ბნელს ანათებდა შუქი ცხოველი!

ო, კოროლიონ! სიტყვას ეკუთვნი...
ვინ მოსთვლის რამდენ ცოდვას იწონი!
თუნდ ოცდაათჯერ გადატყდეს ვერცხლი,
შუქი ცხოველი არ აქვს; აქვს ცეცხლი!

ო, კოროლიონ! როს იყო მწუხრი,
სიმძიმით ხრიდა თავს ბროწეული...
ვითარი უნდო იყო ის წუთი,
როს მსხვერპლს ელოდა სული ეული...

და მაშინ იყო სიტყვა უთქმელი,
უწონო როგორც შუქი ცხოველი!
ცად აკიაფდა სული ყოველის,
სული ყოველის იყო უხრწნელი!

მასალის გაზიარება დაუშვებელია.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი