კოცონი...
ციოდა,გადავწყვიტეთ გარეთ გასვლა და კოცონის დანთება ტყეში,იქვე ჩვენთან დიდი კოცონი მოგვეწყო და მის ირგვლივ მოგვეკლათა.ბევრი გვესაუბრა ისე როგორც ბავშვობაში,მაგრამ მაშინ საუბრის გარდა ყველაფერს ვაკეთებდით.დრო რომელიც მგონია ზოგჯერ ფუჭად გავუშვი და ქარს გავატანე,ისე როგორც ბევრი რამ,თუმცა ვერ დავაბრუნებ,ვერ შევცვლი მას,მომავალს კი მოკლედ წავედით,საშინლად ციოდა და ვკანკლებდი,მაგრამ იმის იმედი რომ ის ნანატრი კოცონი იქნებოდა,რომელიც ასე მაკლდა და რომელიც დიდი ხანია არ განმიცდია,სულს მითბობდა.როგორც იქნა მოვფხიკეთ ფიჩხები,დავაგდეთ შუაში,საიდანღაც სიბნელიდან მოათრია დიდი ხის ჩამოგლეჯილი ტოტი ნიკუშამ,ყველანი ვეძებდით და ვიქექებოდით ბუჩქებში,იქნებ კიდევ ვიპოვოთ ბევრი რამ რომ ჩვენი კოცონი ცას აწვდომოდა,დავაყარეთ ყველაფერი ერთმანეთს,გიორგიმ ხმელი ნატეხებით ააგიზგიზა ცეცხლი,ვიჯექი ხის მოჭრილ მორზე და ისე განათდა წამით ყველაფერი,რომ ბედნიერება პირდაპირ სახეზე ამომებეჭდა.გაირბინა წლებმა თვალწინ და სადღაც კადრებს ვიჭერდი,ვიცინოდი სიხარულით და აღფრთოვანებით.ბევრი არცაა საჭირო ბედნიერების მისაღებად და გასაღიმებლად.აი ეხლა უცებ წარმოვიდგინე,რომ შუა ტყეში,ზამთარ მომდგარზე,ნოემბრის ცივ ბოლო დღეს რომ კოცონი გიზგიზებს ათასფრად,შეშა რომელიც ნახევრად მშრალია და ნახევრად სველი,ტკაცუნობს და რაღაც ნაპერწკლები ცვივა იქიდან,კვამლი რომელიც ზემოთ მიიწევს ცაშივე ქმნის ლამაზ სურათებს,ზოგი ვარსკვლავს გავს,ზოგი გაშლილ გვირილას ან მომღიმარ მზე,ან მე მეჩვენებოდა ასე რომ წარმოვიდგინე ხომ საოცარია და ეხლა ხომ მოგინდა არა?გავიმეორებდი ბევრჯერ,უამრავჯერ,უთვალავჯერ,ყოველ ნისლიან,წვიმიან თუ ქარიან საღამოს,არ დავზარდებოდი.ეს მასაზრდოებს,ეს მაძლევს იმას რასაც ძალა ჰქვია და იმის შეგრძნებას რომ ვცოცხლობ.ცეცხლი ენთო კვლავ და იმაზე მეტად გამოსცემდა სითბოს,ვიდრე მე წარმოვიდგენდი.იცინოდნენ და ხითხითებდნენ,მე დავხუჭე თვალები და ჩემს წარმოსახვას მივეცი გასაქანი,მივეცი საშუალება რომ ეფრინა და ეპოვა რაღაც ისეთი,რომ გაჩერდებოდა........
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი