ისევ
ქარის შრიალში მცეკვავი თმები, მხარზე მსუბუქად რომ გადმოგყრია, მაგონებს წადილს, აუსრულებელს, შენი სახელი რომ დარჰქმევია, შენი სული და სინაზე ტანის როგორ მაგიჟებს, გიკითხავს, ნეტა?! შენი სათუთი, უნაკლო ხატის, არ მომბეზრდება, არასდროს ცქერა. ცხადად აღვიქვამ, ვუყურებ, ვხედავ, შენს სპეტაკ სახეზე უგულო მზერას, უცებ დამივლის სხეულში, ტანში, ჟრიალი, სიშმაგე, სიგიჟე, ღელვა, ციდან დამნათის სინათლე მთვარის, ისევ ვბორგავ და სიცივეც მწვდება, ისევ გიგონებ, გიხსენებ ნატვრით, და გულში სევდა, მწარედ მეღვრება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი