ილუზია


მოგონებებით სულმოწამლული,
და შენი ცქერით მწარედ ნაცადი..
ვდგავარ ფანჯრის წინ, როგორც ეული
და სულს მიღონებს გული ნატანჯი.
*
უიმედოა - ჩემი ნაქარქი,
შენი სახება ჩემს არსებაში,
უიმედოა - გრძნობა ობოლი
და შენი მზერა - გულისწარმტაცი.

*
რა ვქნა?! თუ, ვიცი, ერთო ნათელო...
ჩვენ ბედი ერთად არ გვიწერია!
რა ვქნა, თუ, ვიცი, ჩემო ნაღველო,
ჩვენ ერთად ყოფნა დაგვჩემებია.
*
ილუზიებით გაბრუებული,
მსუბუქი, როგორც არაფრობაა,
ვდგავარ ფანჯრის წინ, როგორც ეული,
და ვნატრობ იმას, რაც არყოფნაა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი