0 37

ციკლიდან ანაბელს (დასასრული).


ლექსი ურითმო თუ ღამენათენევი,
მინდა უსათუოდ შენს თავს შევუხამო,
აწი, აღარ ვიცი, როგორ გესაუბრო,
ანდა დარჩა რამე ჩვენში საკამათო.

ტუჩებდაგლეჯილი, ღამე ქარიანი,
დარდით ნულოვანი შენი უშენობა,
აწი, აღარ ვიცი, როგორ დაგიტირო,
ანდა დარჩა რამე ბოლო გაელვებად.

მე აქვე ვდგავარ, არცთუ შორი-ახლოს,
ნაპატიებია ჩვენში პატიებაც, 
აწი, აღარ ვიცი როგორ დავიამო,
ანდა დარჩა რამე წყლულის შეხორცებად.

ვამსხვრევ იცი თავში წყენის ატრიბუტებს,
დამიკოლოკავე ჩემი აქცენტებით,
აწი აღარ ვიცი როგორ დამცინებ და
ანდა დარჩა რამე არასარკაზმული? 

ვფიქრობ, მხოლოდ ვფიქრობ, მინდა
მოგახურო, 
ჩემი სიყვარული, (შენ, რომ ამიკრძალე), 
აწი აღარ ვიცი როგორ დაგიმარცვლო
შენში თუკი დარჩა რამე 
ტტ - აა- ბბ-იი - ძე.
კომენტარები (0)