***
არათანმიმდევრული ვარ, ჩემი კუბოკრული პერანგის ჩამოგრძელებით ჩაიდნის ცხელ სახელურს ხელს ვკიდებ და შენ არაფერს, მხოლოდ ჩემს თავს ვუსხამ - ჩაის. ფანჯარაში (ისევ) ქარია, მეზობლის ახალგაზრდა გოგონას გავაყოლე თვალი- ჩამოგგავს. ფანჯრის ერთ ნაპირს (ღრიჭოდან) ჰაერი ეხეთქება - ტაძრის უკანა ეზოში დასაფლავებული, რომელიმე გმირის საფლავზე დამჭკნარი და მიტოვებული საყვავილესავით მსგავსად, რომელიც გადაპირქვავდება და არავის ელოდება გასასწორებლად. ქარია მიზეზი, რომ თვალთან ჩამოყრილი შენი მოღვინისფრო თმები, ერთხელ (ადრე) ჩემი ცივი თითებით, ყელისკენ გადაგიყარე, (შენც გადამიყარე - ჩემი თავი შენგან) ბარი-ბარში ვართ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი