***


გავდივართ, გაშვებულ საზღვრებთან - დავნებდით,
ვერ ვაწყობთ აკორდებს, არ ვიტყვით, არცერთი - დავნებდით, 
სურვილი რა არის, ნაფასებს დაქაჩავ, გავიდა ფილტვიდან, უთქმელი ქაოსი - დავნებდით, 
სად არის მოსული ფიქრები, დაშლილი ფოთლების ნაკუწებს, ვაგროვებ - დავნებდით, 
მცირეა მეტალის კონსტრუქციები, ფეხსაცმლის გახნილი ნასკვებიც - დავნებდით; 
შორი-შორს მყოფი, ალუბლის ხეები, ჩაჩრილი მყესები,  შიშველი მაჯები- 
დავნებით, 
გოთიკურ ძველმანებს გადავყრით, ვეშვებით, გრაგნილით ჩამოთვლილ პირობებს დავარღვევთ, 
პეპლებზე საუბარით დავიწყებ, წუთიდან 
წუთამდე მახსოვხარ , 
შენ თუ არ დამიშლი,
შენ თუ არ გაფანტავ,
შენ თუ არ გამიშლი,
მხრებიდან წამოსულ, 
ამხელა გრიგალებს,
მე ისევ, წამოვწევ სხეულებს, 
დანებებული დანებით,
დასერილ გეტოებს დავივლი, 
ლეგოებს ავაგებ,
დაგიწერ ეპისტოლეებს, 
თვალებით მანიშნებ, 
თვალებით განიშნებ, 
ეს არის სამყარო, 
სადაც დავნებდით და თავიდან ავიწყვეთ.

შენთან ვარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი