ათინ’ა (ციკლი 2)


საწოლის კიდეზე ვწვები, ფიქრების ყოველი მომდევნი და ბოლო გაჩერება შენ ხარ,
ბეტონის კონსტრუქციებისგან შორს, შავ-თეთრი 
კედების თასმებში გახლართული სამყურა ყვავილებია. 

ბილიკებზე ღმერთი გადაწვა, კიდევ ორი შფოთვითი აშლილობა თუ უკლია დაღამებას (შემდეგ ვიძინებ). 

მოყავისფრო სახლში, სადაც არასტანდარტულად თბება ოთახები - ჩემი არაფერია. 

ისეთი მოკლეა განშორება, როგორც ბამბუკის ტოტების ნედლი ანასხლეტები.

სტავრას შემოგაცმევ,
(კისერთან, მაისურში ჩარჩენილი თმების ამოწევაც- არ დამავიწყდება).
ღონიერ მკლავებს თუ (ვერ) მოგხვევ
სუსტი- იმყოფინე,

მე და შენ თუ იწერება ერთად, 
დამიჯერე, (მეტი) აღარავინაა საჭირო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი