ელის


ახლა ყველაფერი სულერთია, 
დამჭკნარი ყვავილების არქიპელაგები, 
არათანმიმდევრულად ბოიკოტი,
ჭრელი პერანგების ბოლო დაკარგული  ღილი,
ქარდაქარი, ანემონები,
ელის, ელის, რომ დაიღლება 
სხეული მელანქოლიური სიბეჩავით. 
ვუტევ ნაბიჯებს, დატოვა თვალები ტალღებმაც. 
ვეღარ გადაიფრენს სიტყვები ერთი ხიდან მეორეზე, 
სადაც შენი ხელის გული მიჭირავს ხელში ყველგან - სახლში ვარ. 
შეყვითლებული და ჟაგნარევი დაპირებები წავშალე,
(მხოლოდ ვიწინასწარმეტყველებ), სიყვარულის  საუკუნო ჩასუნთქვას 
ელის - გადარჩენა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი