ნიკოლას ტარუაშვილი
პოეტი
ათინა (ციკლი 3)
ამ ქარით - გაქრი, (ნათების მარცხია) მინორზე ეცემა, წამებით წამოსულ ცრემლების გვირილებს - ხოს და დიახებს ნუ აძახებინებ. სათითესვით მოვირგე ცუდი ჩვევები, თვალებთან დასმულ შავ (მრავალ) წერტილებს გადავიკითხავ, (ვგონებ) ძილგატეხილ მთავარანგელოზზე უკეთ დაგიცავ, ხელისგულები მომიშვირე და შემდეგ შენც გადამიკითხე.