ჩვენ ორს შორის არაფერი მინანია ანაბელ!
ჩვენ ორს შორის „სემირამიდას დაკიდული ბაღებია“ ანაბელ! ჩვენ ორს შორის „აბსენტია“, ედგარ დეგას პათოსური რეალიზმი, ჩვენ ორს შორის ჰაიკუა, რეი ჩარლზის უხილავი უკვდავება, ჩვენ ორს შორის ფილმია ალბათ, ნეო-ნუარის ჟანრის - კრიტიკული. ჩვენ ორს შორის ნილოსია და შენ მისი ღმერთი - ანუკეტი, ჩვენ ორს შორის ფუდზიამას ვულკანია, საკრალული მნიშვნელობის, ჩვენ ორს შორის იასამნისფერი (შხამიანი) აკონიტი იზრდება, ჩვენ ორს შორის ნორტ-დამ-დე-ლა- პეს ბაზილიკა, მენდელსონიც ანაბელ! ჩვენ ორს შორის სარონია - ელოდება დაბინდებას გარყვნილების, ჩვენ ორს შორის ჰაიკუს მინიატურაა - სულიერი განათება სამადჰა, ჩვენ ორს შორის პროტესტია ტიანანმუნის ფასად აღკვეთილი, ჩვენ ორს შორის სიყვარულის სარკოფაგი - ტრაგიკული ჟოზეფინა. ჩვენ ორს შორის ღამეები ასწლიანი უძილობის ნიშანია, ჩვენ ორს შორის ბაგეები ჩემკენ ატომური ბომბებივით მომართული, ჩვენ ორს შორის ჩემეული ფსიქოზური პ’ოეზია ვერ გეშვება, ჩვენ ორს შორის ანაბელ, მე ვერ ვასწრებ ყვირილს, ჩემივე უმეცრების.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი