ციკლიდან ანაბელს #2


უყვარდე პოეტს, თვით სიყვარულს უყვარხარ მაშინ,
მიტოვებული შემოდგომის ფოთლების თავ-ქვეშ,
გრძნობებს აღარ სჭირდებათ, თანხმობა ან უარყოფა,
მაგრამ შენ მაინც შენი წილი ტკივილი მიუზღვე.

როგორც წარსულის უხილავი ძალაუფლება-
მე არ მოგიძღვნი, ყვითელ ვარდებს, არც უღმერთობას,
მხოლოდდამხოლოდ, გიტოვებ გეტოს (უსაზღვრობაში),
სადაც ათი მცნება “რომ არა შენ”, “რომ არა შენ”-
არ მიცნია სხვათა გული, უცხოდ მყოფელნი,
არ ამიგია კერპი, გალავნად წუთისოფლისა,
არ მიმიღია სხვათა სახელი, ან’ აბელის ის, 
არ მიმომიფანტავს დღეები გაუმაძღრობით.
არ დავაყოვნე სურვილები (მშობლების) ფარსით, 
არ მომიკლავს სულის ირიბი კონსტრუქციები.
არ მიმრუშია, თვალებთან (შენს) ამბორს ნუ ჩათვლი,
არ მომიპარავს პათერიკებიდან იდეა.
არ(ც), ცილისმწამებლის (თრთობის) ქარავნით მივლია, 
არ ღვრის თუ შლის ჩემი სიყვარული სხვის ნაშენებს. 

აქ მინდა (ჩემთან), ლოცვისთვის გამწესებული მუხლების სიყვარულად გადარგვა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი