ნუ შეგაშინებს მარწუხები უფსკრულის ..


ნუ შეგაშინებს მარწუხები უფსკრულის პირას, 
თუ შენთან ახლოს არნახული გაზაფხულია.
ესტაფეტაა მძიმე ჯვრის ბოლოს, 
ან მძიმე ჯვრამდე ესტაფეტაა. 
სნეული სული ვერ შეერევა 
დარბეულ სივრცეს,
თუ ისევ იტყვი, რომ პერსპექტივაში,
ჰორიზონდებზე, 
ვან-გოგის ყვითელს, 
კაშკაშა მზეს - სითბოს სიმცირე ემუქრება.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი