ინი და იანი


შენი თითებია ჩემი საფიცარი,
ამბორს, გიტოვებდი ყოველ შეხვედრისას,
იცი მინდა იყო სულის სამოსელი,
მონატრებისას, რომ ტანზე შემოვისხა.

თვალებს ვარიდებდი დღეს ამ უღმერთობას,
მზერას მსაყვედურობ პირქუშს, უტყვიაო,
ჩვენი ბაასები ბრაზის ბორკილია,
მხოლოდ, სიყვარულზე მინდა გეკამათო.

ჩამოგვაქვეითა ცივმა თებერვალმა,
შარშან ყინულების ბორძალს ვინ ჩიოდა, 
დაშინებულები წვიმას ვემალებით,
(ადრე)  თავსხმა გრიგალიც კი ტუჩთან გვითბებოდა.

შენი ნაბიჯების დათვლა ჩვევად მექცა,
ჰოდა, სურვილები  აღარ მივატოვოთ- 
ნერვებ-შეუხრელი თეთრი მდუმარება,
ბგერა აღრეული შავი განგაშები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი