დაცრეცილ სიტყვებზე აღდგომა მწყურია ..
დაცრეცილ სიტყვებზე აღდგომა მწყურია, მიყვარხარ ისე, რომ არაფერს მოველი. ბინდია გარშემო, არ მტოვებს სიჩუმეც, “ამ” სახლთან ისევ, უშენოდ მოვედი. მკვდარია წყურვილი, გეგლოვო- ნუ წახვალ, (თუმც იცი მაცნობე, რომ უკვე წახვედი). ვერ იგებ ვერასდროს, სინანულს, წუხილებს, რადგან გოლგოთას ცალმხრივად ვამკობდი. იმედი, სისოცხლის, მინდოდა მქონოდა, სურვილებს ჩემს თავში ნემსებად ვარჭობდი, გზა არის ახლა, ნამდვილად სიკვდილის, ნუ გეიმედება, რომ სუსტად არ მცნობდი. თითებით დავეძებ არ ნათქვამ სიტყვებს და მოვდივარ, აკონილ გრძნობების მორევით. შენს თვალებს ვაბარებ ძვირფასო ანაბელ! ღალატნარევად თუ შეიფერება- ნურასდროს, ნურასდროს, ნუ შევეცოდები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი