ბარბარობა
ბარბარობა ან როგორც ხშირად ამბობენ "ბარბალობა".. ეს დღესასწაული ყოველთვის ასოცირდებოდა ჩემთვის დიდი გოგრის მოხარშვასთან და რაჭული ლობიანების ცხობასთან,რაც ძალიან მომწონდა ... თუ სასწავლო დღე დამეთხვეოდა იმ დღეს სკოლაში ყველას ლობიანი გვქონდა... წინა საღამო კი განსაკუთრებულ ფუსფუსს მოიცავდა და მეც ხშირად ლობიოს გატარებით ვიყავი გართული,მერე ლობიანებს ვითვლიდი და ეს ყველაფერი მახარებდა.. ალბათ ცოტა გავიზარდე და რაღაცებიც შეიცვალა.. უკვე ბარბარობაა,ჩემს ოთახში სიჩუმე გამეფებულა, გულაღმა ვწევარ და ვფიქრობ-ახლა დედა მარტო აცხობს ლობიანებს , აღარ ვოხუნჯობ და მოხარშულ, შეუნელებელ ლობიოსაც აღარ ვიპარავ.. დედა ლობიანებს აცხობს ,მერე ეს ლობიანები ასობით კილომეტრს გამოივლის და ჩემთან ჩამოვა,მას თან სახლის სუნი გამოჰყვება ,დედის სუნი გამოჰყვება, დედაჩემის ფიქრი გამოჰყვება....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი