☆
შუაღამეა, ყივის მამალი.. ბებიაჩემი რომ ცოცხალი იყოს ავისმომასწავებლად ჩათვლიდა და დილით,ჩემს ჭრელ, ფერად ყელკისრიან მამალს დასაკლავად გამოიყვანდა... ალესავდნენ ცულს და ცუდი ამბის მოლოდინში,შიშის გასაქარვებლად მაღალ დეზებზე შემდგარ მამალს დაკლავდნენ.. ვინ იცის მეორე საღამოს სხვა მამალი აყივლდეს ,ინსტიქტმა უმტყუნოს და მთვარიანი ნათელი ღამე მზის ამოსვლა ეგონოს.. შუაღამეა ,ყივის მამალი /ნენე/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი