კომენდანტის საათი ,რომელსაც ვერ გრძნობ
ახლა კომენდანტის საათია, გულაღმა ვწევარ და ძილის ჯადოქარი არასდ ჩანს ,ცაზე რომელიც სანახევროდ გაწეული ფარდის მიღმა ჩანს ვარსკვლავები კიაფობენ,მთვარეც სადღაც ღრუბლის ნაფლეთებში თვლემს... გაზაფხულის მათრობელა სუნი ჩვენთან ჯერ კიდევ არ იგრძნობა ,სულ რამდენიმე დღის წინ გაყვავდა ჩემი ტყემლის ხე ,ტყის ფერდობები კი პირველად ყვითლად აელვარებულმა შინდის ყვავილებმა გაანათა,ისევ იწყება ახალი სიცოცხლე .. იქ სადაც ჩემი ერთი ციდა სოფელი ჩაკარგულა,თავს მთები დაჰხარის ,თოვლით დაფარული,ჭაღარა მთები -მზე რომ გაყინულ გულ-მკერდ ვერ ულღობს , ნატკენ იარებს ვერ აშუშებენ გაზაფხულის მაცდური ამინდები ... ეზოდან წყლის თავაშვებული რაკრაკი მესმის ,თითქოს მილში ვეღარ ეტევა ,მთიდან სამკაულად წამოღებული ქვაღორღი მოაქვს ,მიერეკებიან სანიაღვრე არხები .. კომენდანტის საათის გარეშეც ასე ჩუმდებიან ადამიანები ჩვენთან , საკვამურებიდან ნაცრისფერი ბოლი სოფელს ბურავს და ფერადი სიზმრებიც გვსტუმრობენ ხოლმე ,თუმცა ჩემი სოფელიც არანაკლებ ჰგავს ზღაპრებში დახატულ ტკბილ-მწარე ამბავთა ნავსაყუდელს .. კომენდანტის საათი ,რომელსაც ვერ გრძნობ ,უფრო მეტად გათავისუფლებს ჩემი ქუჩის ლამპიონი ისევ ისე მოწყენილია, როგორც უწინ,ქინქლებიც აღარ ეხვევიან მის ცივ ნათებას, მიტოვებულ სახლებასც ისევ ისე ჩამოსტირით სახე ,თუმცა გაზაფხული მაინც მოდის და წვიმის შემდეგ მიწის სუნი კიდევ უფრო მიყვარდება.. კომენდანტიის საათი რომელსაც ვიგრძნობ ჩემ სოფელში მხოლოდ მაშინ დაგდება როცა პატარა მათე ბიჭი ონავრულად აღარ ჩაურბენს ქუჩას.. მაშინ დადგება როცა მამალი უდროოდ ყივილს გადაეჩვევა ან სულაც აღარ გვამცნობს გათენებას ... #ნენე 04.09.2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი