სავსე მთვარის ყარაბაღული
როგორი ნათელი ღამეა კაკლის ხმელ ტოტზე შემოსკუპებულმა ბუმ დაიჩურჩულა და თვალები ავადსახსენებელ მთვარეს გაუსწორა სადღაც იქვე ბნელ ხევშ ღამურების წივილიც ისმოდა.. როგორ ავისმომასწავლებლად მშვიდი იყო იმ წამს ყველაფერი პირქუში ღრუბლებიდან ახლადგამომცხვარი მთვარე კი ერთადერთი მოწმე გახლდათ ამ სილამაზისაც და სამყაროს ვერაგი ჩანაფიქრებისაც.. ზაფხულის ცხელ და უსასრულოდ გადაჭიმულ ღამეებში დარდს იშვიათად თუ გაგიქარვებს რამე ,ღია ფანჯარაში,ფარდაზე მოლამუნე სიოც ვერ ანელებს შინაგან მღელვარებას ,გულისცემას რომელიც ყველგან გესმის,თითქოს საათის მაგივრად შენი მუჭსოდენა ჯერ კიდევ გასისხლული გული ჰკიდია შპალერ გადამძვრალ ცივ კედელზე და გაწყვეტამდე მისულ ფერად ძაფებს რომელბსაც შენი სხეული დაუფარავთ მოთმინების ბოლო წვეთებს აცლის.. მთვარე წარბებშექუფრული ღრუბლებისგან თავისდაღწევას ლამობდა ,თითქოს ის სინათლე რომელსაც ასე ამაყად ასხივებდა მზისგან არ მოეპარა და თავის შინაგანი ბრწყინვალება ყოფილიყო,გულის ნადებს რომ ღიმილად დაიდებენ ხოლმე სახეზე ,მერე კი ყველას კარგად ყოფნის ნამდვილობას აჯერებენ ... ფერისცვალებამდე ზაფხულის ყველა დღე ერთნაირად უღიმღამო მეჩვენებოდა ,ამ დღეს თითქოს ჩემ სულსაც უნდა ეცვალა ფერი ,ბუნებაში და ყანა-ჭალაშიც მხოლოდ მაშინ ვამჩნევდი ცვლილებებს,ალბათ "ზამთრის" მძიმე ძილისგან ვთავისუფლდებოდი .. ყველა დღე ფერისცვალებაა ჩვენში როცა საკუთარ თავში გაორებულ მეს ებრძვი და შინაგანი ეგოები "წუხილივით გხრავენ",თუმცა გრძელი და მთვარიანი ღამეები დანაშაულზე წასწრებას ჰგავდა ,თან მიყვარდა თან მეჯავრებოდა ისინი... ხანდახან როგორი ძნელია მოჩვენებათა სამყაროდან გამოქცევა ,მათ იქამდე უნდა გამოექცე ვიდრე მოგეწონება მათი ამოუცნობი ბნელი დერეფნები და საწოლისქვეშა ჯურღმულები.. და მხოლოდ ფერისცვალების ღამეს უფრო მეტად საშიში იყო ჩემი ფანჯრის ხვიარა მცენარე ,რომლის საცეცები ხანდახან სახეზეც მცემდა.. ზუსტად ვიცოდი რომ გათენებისას უფრო მეტ ჩამოვარდნილ ფოთოლს შევნიშნავდი ,სიმწიფის არომატსაც უფრო მეტად ვიგრძნობდი და "ზამთრის ძილიც" შემდეგ ფერისცვალებამდე გადაგორებული იყო... სავსე მთვარე კი საწვიმარ ღრუბლებში ყარაბაღულ სვლებს აკეთებდა და ამაოდ ეძებდა "გზა ხსნისას",ცაზე გაწოლილ ტლანქ ღრუბლებს ერთიორჯერ შემოუარა ,ვერავინ გააოცა თავის ბრწყინვალებით,მხოლოდ კაკლის ტოტზე მოქანავე ბუ წყრებოდა მის დანახვაზე ,უღელში შებმულ კაცს რომ მზე დააჭერს და ძალას გამოაცლის ისე ეჯავრებოდა ბუს ეს ჩვენი" ბედნიერი" მთვარე... ზაფხულის გრძელი ღამეები დარდების ზღვა იყო,როცა ცურვა არ იცი და უსათუოდ უნდა დაიხრჩო რადგან შენი სულის საძირკველი მყიფეა,თუმცა საწვიმარად გამზადებულ ღრუბლებს მაინც შევცინებდი ხოლმე ,თითქოს წინასწარ ვიცოდი რა მელოდა,მერე კი სანუკვარ სურვილად ვიმეორებდი გაზეპირებულ,ზედმეტი გამეორებისგან გულამოცლილ ფრაზას- "ფერი იცვალე სულო ჩემი,იცვალე ფერი" ნენე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი