ამელიე
გამარჯობა,მე ამელიე ვარ ,მგონი არ მიცნობ.. როდესაც შენ სიგარეტს ეწევი მძიმედ სუნთქავ და ბურუსში ეხვევი, მერე მხარზე თავს გადებ ,წყეულ სიგარეტის კოლოფს ვიპარავ და ნესტოებზე მისი სუნი მრჩება.. ოდნავ გაყვითლებული სუსტი თითები.. ლანდებს გადაყოლილი შენი თვალები .. გიყურებ ხოლმე ,ვერასდროს მამჩნევ ,გამოღაებულ ჩემ თვალებს ვერ ხედავ მე კი შენი დიდრონი თვალები მძირავენ ,ოკეანე ხარ ... ნაფაზს ნაფაზზე დარდს დარდზე ღიმილს ღიმლზე მძივებად ვასხამ... ამელიე ვარ და შენ არ მიცნობ ..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი