ორი საათია .. შუაღამეს გადაცდა ..


ორი საათია ..
შუაღამეს გადაცდა..
ხელები ისევ მიოფლიანდება,ვგრძნობ როგორ აღარ ფეთქავს გული..
ნელნელა როგორ აღარ ვარსებობ..

ჩავუარე საყვარელ ადგილებს ,ფერად ყვავილებს გასაყიდად გამოფენილებს-ისევ ვერ ვიყიდე ,შორიდან შევიგრძენი მათი სურნელი,გაბრუებულმა ჩავუარე ,ზედ შევატოვე უკვე განაცრისფერებული თვალები..

ყველა ოცნება ავიხდინე ასე მგონია ან ყველა ოცნება მივჩქმალე,მივივიწყე ...

სააპრილო ამინდები თენდება ..

ხანდახან გახუნებულ ლაბადასაც აწვიმს და ლაქებად რჩება ღრუბლის გამოტირება...

გაზრდა არ მინდოდა-მაინც გავიზარდე,იმ ნაჭუჭში ვერ დავეტიე ბზარებს რომ ვუმალავდი,ვუფერადებდი...


ის სიზმრებიც ვნახე მთელი ცხოვრება გაღვიძებისთანავე რომ მავიწყდებოდა და გული მწყდებოდა ფანჯრიდან მზის სხივები რომ მეფეთებოდნენ...


გათენდაო აღარავინ შემახსენა,უკვე გაზრდილი ყველას დავავიწყდი ,რა იციან ახლა უფრო მეტად რომ მიჭირს გაღვიძება,სიზმრებზე ,ბალიშსა და ბავშვობაზე გამოთხოვება..


დავიკარგე,ეს დრო ზედმეტად ვერაგია ჩემთვის..

აწმყოში ქიმიური მინარევებისაგან შექმნილ ბაქტერიას ვგავარ თავს რომ იმკვიდრებს და მაინც ყველამ იცის მისი არანამდვილობის შესახებ..


/ნენე/  2:12 7/4/2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი