ხანდახან მგონია რომ ყველაფერი ..
ხანდახან მგონია რომ ყველაფერი დამავიწყდება ,ერთ დღეს ყველა მძაფრი შეგრძნება გამიქრება და უსიცოცხლო ნივთს დავემსგავსები-განვლილმა წლებმა იარები რომ დაუტოვა და ის სუფთა სახე ნაოჭებმა გადაუფარეს-ახლა კი ეს გაფერმკრთალებული ზედაპირი გინამდვილდება და ქრები,პატარავდები.. ერთ წვრილ ძაფზე ჰკიდია ჩვენი ცხოვრების ისტორია და ყოველ წამს შეიძლება გაწყდეს დროისაგან გაცვეთილი.. შენი შეკოწიწებული შეგრძნებები, სულის ჯურღმულებში დამალული სიყვარული წლები რომ ატარე და არსად უშვებდი უბრალოდ აღარ იყოს,დამთავრდეს.. როცა რაღაცის დაკარგვის მეშინია, ალბათ წუთის სამოცივე წამში ვცდილობ მის სხვადასხვანაირად დამახსოვრებას,წარუშლელ დარდად,ტკივილად ან ღიმილად უნდა ჩავკეტო სადმე,უამრავი ბოქლომი დავადო და დროდადრო მისი არსებობა შევამოწმო-სიცოცხლის ვადა გავუხანგრძლივო,თვალებში მზეები დავიბრუნო და არ გავიზარდო!! წლები ზედმეტად სწრაფად გადის-ალბათ ცხრამეტ ამბავში ჩემს ცხრამეტ წლიან ცხოვრებასაც ჩავატევ და მერე ისევ ბოქლომს დავადებ შეგრძნებები რომ არ გამისხვისდნენ!! ამ წლის დეკემბერიც იწურება,რაღაცების დავიწყების ისევ მეშინია,რაღაცების დავიწყება არ გამომდის..ჩემდაუნებურად ვიზრდები და ვხვდები წლების წინანდელი ჩემი თავი გულის ჯიბეში ჩავისვი -წამდაუწუმ ვუყურებ -ერთიციდა ჯიუტი ბავშვია-ჯერ მხოლოდ რამდენიმე შრამი აქვს ,სკოლის ჩანთა მხრებს სტკენს, მუდმივად წითელი ლოყები საერთოდ არ აწუხებს,საღამოობით სავარძელში მოკეცილს ეძინება-საწოლამდე ისევ დედას მიჰყავს-ვუყურებ და კიდევ ბევრ რამეს ვიხსენებ,მერე სხვანაირად მეღიმება -ასე მგონია ჩემი "წლებისწინანდელი თავი" მზეზე მეტად ანათებს -არ მინდა გაზრდა,არ მინდა ამ შეგრძნებების დავიწყება,ტუჩის კიდეებთან გაუაზრებელი ღიმილი მეპარება-უსარგებლო,ვადაგასულ ამბად არ მინდა ვიქცე,არც ჩემი ბავშვობა უნდა იყოს მხოლოდ ბავშვობა-ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ამბავია და არასოდეს დამთავრდება-სამუდამოდ ბავშვი მინდა ვიყო!!!! 23/12/2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი