გაიღვიძე


გაიღვიძე...

ოთახში ხმაურით დავდივარ და ძლივსჩაძინებულს საერთოდ არ გიფრთხილდები...

გაიღვიძე ,უნდა გითხრა რომ აღარ მიყვარხარ და მშვიდად მძინარეს ვეღარ გიყურებ...


გაიღვიძე ,სუნთქვა მეკვრის და სათქმელები მეკარგება..

ოდნავ გაბუტული იფშვნეტ თვალებს და საერთოდ არ ჩქარობ გაღვიძებას...


გაიღვიძე ,ბოლოჯერ დავიძახე მკაცრად..


სახეზე ფერი დაგეკარგა ,ტუჩზე მწარედ იკბინე და მთვარეულივით ,ხელისცეცებით იპოვნე მაღვიძარა ,რომელიც გაუჩერებლად რეკავს ...

როცა სარკეში  უკმაყოფილომ ჩაიხედე  და მინის მიღმა ჩემი თავი აღმოვაჩინე -შემრცხვა ,იმ სიზმრიდან გამოგათრიე ცხოვრებაში ერთხელ რომ ესიზმრებათ და მერე ჩვენნაირი ადამიანები ,ორგზაზე ერთად მიმავალნი  რომ იმახსოვრებენ ...

უგემურად გადავფურცლე დარდები და გამეღიმა ,საკუთარ თავს დავცინე ,ხაფანგი დავუგე და ერთი გასროლით ორი კურდღელი დავიჭირე ...

 მოკლედ რომ ვთქვათ გავები ..


 იმ სიზმარში ორივეს გვიყვარდა ერთმანეთი ,მიხროდა ის მარცვალი რომ ვიპოვნე რასაც ბედნიერება ერქვა ,მაგრამ ისევ საკუთარმა თავმა ,საკუთარმა სინდისმა გამაღვიძა ..



გაიღვიძე , კიდევ ერთხელ დავუყვირე საკუთარ თავს ..

მძინარს,ფერდაკარგულს გაგეღიმა და ვერ ავიტანე ილუზიებით რომ იყავი ბედნიერი ...


                  /ნენე/


.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი