ასე მოურიდებლად ვიღიმი ხოლმე და ..


ასე მოურიდებლად ვიღიმი ხოლმე და მერე საკუთარი თავისაც მიკვირს ..
განა ვინმესი მრცხვენია ,ვინმე უცხოსი,არა ,უფრო საკუთარი თავის, აი იმისი გისოსებს და სახლის ზღურბლს რომ ვერ შორდება ..
როცა ტელეფონი გაბმულად რეკავს და უნდა ვუპასუხო კიდევ უფრო მკაცრად ვკეტავ უღიმღამოდ გაზრდილ ჩემს თავს ,მაგრამ მაინც მემჩნევა ხოლმე ,პირველ წინადადებაზე,პირველ ამბავზე ,თითქოს ხმაში ყველაფერი იგრძნობა,როგორი უძინარი,თმა არეული ვზივარ გაყინული და მხიარულ სიტყვებს ვეძებ მარტოობის გემო და სუნი რომ დავივიწყო..
მაინც მეტყობა ხოლმე ,ჩემსავით ჯიუტია და არსად მიდის..

მეორე და მესამე ამბავი უფრო მშვიდი და ფერადია ,მერე რამდენიმე საათით ყველაფერს ვივიწყებ და  ვიღიმი...

ღიმილი ერთადერთი სამკაულია რაც ყველაზე მეტად მიყვარს და სხვების აზრით მიხდება კიდეც..

გამოვალ ხოლმე ქუჩაში თვალებზე   ღიმილებგადაფარებული და ჩემ ადამიანებთან ერთად მოურიდებლად და გულიანად ვიცინი ..

მერე უბადრუკი დღეც დაღამდება და მრცხვენია ხოლმე ასე მოურიდებლად რომ ვიცინი ,სხვები ს არა ,გისოსებში და უსიცოცხლო კედლებში მომწყვდეული საკუთარი თავის მრცხვენია...

05/04/2019  /ნენე/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი