ორიოდე მზიან ამინდში გაიპარა ამ წლის აპრილი..


ორიოდე მზიან ამინდში გაიპარა ამ წლის აპრილი..

კვირტებგადამსკდარ ატმის  ჩრდილში ძველ სადარდებლებს მზის გულს ვუფიცხებ..

წვიმების ღვარმა ჩამომცრა ტანში და აყვავებულ ტყემლების მარში მიჰყვება ქუჩას..

გოროზ მთებს ისევ ახურავს საბნად დეკემბრის თოვლი..

წლებშემოლეულ ჩემ ზურგჩანთას ამბებს ვუქარგავ და საიდუმლო ჯიბეებში ოცნებებს ვაწყობ ...

გაივლის წლები ,ტუჩის კუთხეში აცეკვდება მორცხვად ღიმილი და დედის კალთას ჩავიხუტებ წლებნამალავი ,ისევ ჯიუტად დავიბრალებ ბავშვობას და ერთიციდობას..

/ნენე/   01.05.2019 2:27

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი