ვიმოგზაუროთ


ვიმოგზაუროთ!!
მოდი ,მე და შენ ,ჩვენს ბავშვობაში ვიმოგზაუროთ..
თვალებს ვხუჭავ და მხარზე თავს გადებ და თითქოს შენი ბავშვობაც მესმის..
ჯერ არ გავზრდილვარ ,ვერ ვთმობ სილაღეს ,ბავშვურ სულს მტკიცე არტახით ვიჭერ
ვერ გავიზრდები ,ფრთებს ვერ მოვიჭრი ისედაც წლები ოცნებით ვმალე..
დღეს შენს ღიმილებს ვხედავ თვალებში ,ვგავართ ერთმანეთს..
ისევ ვიღიმი ...
ხელს გკიდებს ისევ ჯიუტი ბავშვი რომელსაც ასე ცოტა ახარებს,საქანელებზე მივდივართ პარკში და შენ დამცინი...
მზეებჩამდგარი თვალები მახსოვს,მზეებჩამდგარი თვალებით ვსუნთქავ და ვერ ავიტან,ვერც შენ აგიტან ამ მზეებს ღრუბელს თუ ანაცვალებ..
წვიმიანი დღის დანისლულ საათს ქუჩაში ისევ უქოლგოდ ვივლი,ვიხეტიალებ,შენს სულს მოვძებნი ,ან იქნებ ჩვენს სულს- ბავშვობის წლები რომ აცოცხლებდა..
შემოდგომის პირს,ყვითელ ფოთლების ვასხამ სამაჯურს და მერე შიშველ ხეებს ვუამბობ ამბავთა ამბავს -პირველ სიყვარულს..
დავბოდიალებ ბავშვობაში ,დავდარდიანობ,არ მინდა გაზრდა !!
ჩაძირულ თვალებს ,დამალულ აზრებს ვხედავ და მიკვირს ერთად გავზრდილვართ ,ერთი ოცნებით -სხვადასხვა მხარეს..
თვალებს ვახელ და შენს თვალებს ვეძებ ,ოცნებას ვეძებ -წლების წინ ჩუმად გულში რომ გვითქვამს ნუ გავიზრდებით!!
03/10/2018 /ნენე/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი