ერთხელაც წავალ


ერთხელაც ნახავ ჩემს უზომოდ მოწყენილ სახეს,დანაცრულ თვალებს,გამქრალ ღიმილებს..
ცხოვრების ბილიკს არეული ნაბიჯით მივსდევ და ათასობით იმედები მენგრევა თავზე..
ერთხელაც წავალ,დაუდგენელს დავარღვევ ნორმებს,მოუხცი არა -ახალგაზრდა,სულელი წავალ და მერე ჩემი ნაბიჯების გაქრება კვალი ,მოურიდებელ სიცილისგან არ დავღლი არცერთს..
ერთ დღესაც ასე შემოდგმომის გავყვები ნიავს და ჩემი სულის ნაფლეთები დაჰკრეფენ ფოთლებს.
გადაყვითლებულს,სულამოცლილს მივემსგავსები,გამხმარ ფოთოლთა ანარეკლში ვიპოვნი ჩემს თავს და ზამთრის შიშით შემოდგომის მიწურულს წავალ ..
ერთხელაც ნახავ ჩემს უზომოდ დანცრულ თვალებს,მოწყნილ სახეს და გადამქრალ ოცნების ლანდებს..
ამ შემოდგომას ბოლო ფოთლის დაცემას ვუცდი და მასთან ერთად სიყვითლეში ჩავიკარგები..
ერთხელაც წავალ !!..
08/10/2018 /გ.უ/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი