ოთახში ისევ გასული წლის კალენდარი მაქვს


ოთახში ისევ გასული წლის კალენდარი მაქვს.
ვერ ჩამოვხსენი და მოგონებებს გასული წელი ვერ გავატანე..
ეს წელიც მიდის,ოცდაათი გრძელი ღამეც და ეს უთარიღო,უკალენდრო წელიც მიფრინავს
სევდიანი ვარ ,
დაორთქლილ მინებს ფერად ფიფქებს აღარ ვაწებებ..
ვერ გავიზარდე,სულსწრაფობა იარებს მიჩენს
სულს ისევ ისე მარტოობის უღელი აწევს 
ოთახში ისევ გასული წლის კალენდარი მაქვს ,ამ უთარიღო წელიწადს კი ვერ ვიმახსოვრებ
ტკივილებს ფურცლად არ სჭირდება დათარიღება ..
სულის ჯურღმულებს ახსოვს ყველა წაბორძიკება,
ნატკენი მუხლიც
უთქმელი სიტყვაც
ტრიუმფის სევდაც
ეს უთარიღო წელიწადიც გადაგორდება..
კალენდარს არ ვხსნი,გასული წელი მოგონებებს ვერ გავატანე..

01/12/2018 /გ.უ/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი