ჩემი ადამიანი


ჩემი ადამიანი დაგარქვი და ახლა ჭირვეული ჩემი თავი უნდა გაგაცნო..
ღიმილების მიღმა ჩემი წყენები უნდა იპოვნო და თუ შეძლებ აუტანელი ჩემი თავიც შეიყვარო
როცა მოვიწყენ შენ მხარზე მყუდრო ადგილი უნდა ვიპოვნო და შენთან ერთად უსიტყვოდ გადავაგორო ღრუბლიანი დღეები ..
ხელჩაკიდებულნი ფოთოლცვენის ამინდებს დავუცდით და მინავლული მზე გაყინულ ხეელებს გაგვითბობს
დილით შენს მაგივრად მაღვიძარა რომ გამაღვიძებს გავიბუტები და ღამისს სამოსს მთელი დღით შევიტოვებ ტანზე ..
შუაღამისას ისევ შენი ლანდი გამომაღვიძებს და ჩუმად შენს თვალებზე ვიფიქრებ..
თუ კი ჭირვეულ ჩემს თავს შეიყვარებ ,მიპოვნი ისეთს როგორიც ვარ ჩემი მზეებჩამდგარი თვალები თავისთან დაგიტოვებენ და არასოდეს გაგიშვებენ!!
27/10/2018 /გ.უ/
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი