სახლები რომლებსაც სული ამოაცალეს
სახლები რომლებსაც სული ამოაცალეს სახლები და თუნდაც პატარა ქოხმახები ასე მგონია ვეებერთელა გრძნობებს იტევენ ,თითქოს რაღაც ძვირფასს ინახავენ -სანუკვარ მოგონებებს ,ისეთებს წლების შემდეგ დანაოჭებულ სახეზე რომ ღიმილებს ამოქარგავს და ფერწასულ ღაწვებს ახალ სიცოცხლეს შემატებს.. არსებობენ სახლები,რომლებსაც სული ამოაცალეს ,ცხოვრების ნირი წაართვეს,თითქოს საგულდაგულოდ დავარცხნილი თმა აუწეწეს ,გიტარის შვიდივე სიმივით გაუწყვიტეს სიცოცხლის ძაფბი.. ასეთი სახლები პატრონებმა მიატოვეს ,სხვა კერა იპოვნეს ან სულაც გავიდნენ ამა სოფლიდან .. მე მინახავს სულამოცლილი სახლები -გამოღამებულ თვალებს მიუგავთ ჩაბნელებული ფანჯრები ,დარდისა და მონატრებისგა დანგრეულს ჰგავს ქვის მყარი კედლები ,ეზო კი მოუვლელი ,თითქოს ცრემლებად დაღვრილი-წვიმისაგან გადარეცხილი .. ვარდები და ყვავილები ღობეებს აწყდებიან ,იქნებ კიდევ გააბრუონ პატრონი საუცხოო სურნელებით ,ფესვებითა და ტოტებით მოძვრებიან ღობის ჭრილებში .. მე მახოსვს ეს სახლები ,ერთ დროს ამაყად მდგარნი ,მძაფრი შეგრძნებებიტ გაჟღენთილნი და სავალალო შედეგის შემდეგ ხვდები ადამიანი რა უყო დრომ შენი ბავშვობის კერას,როგორ ამოგლიჯა სული ,ბოლო ამოსუნთქვით საკვამურიდან ამოაცალა.. თვალების დახუჭვისას მძაფრი სეგრძნებები მოდიან ხოლმე ,სულში გიძვრებიან და ყველაფერს გაცლიან ისე როგორც შენ ამოაცალე შენს ქოხმახს,შეისრუტე და ერთ ბნელ კუნჭულში მოგონებად მიაგდე . სულამოცლილი სახლები დიდხანს გლოვობენ პატრონის წასვლას ,ბოლო აგურის დაცემამდე სჯერათ,რომ პატრონი ღიმილიან თვალებს მოავლებს ეზო-კარს ,გამოღამებულ ფანჯრებსაც გამოაღებს და ნაგუბარ სევდას დაცლის საშუალებას მისცემს .. ასეთ სახლებში მერცხლებიც მოდიან ,ჭიკჭიკითა და სიხარულით ისევ ზრდიან ახალ თაობებს ,იქნებ ის ბიჭი ისევ დაბრუნდეს აივნის მოაჯირებზე რომ უბნევდათ საკენკს .. არავინ ჩანს... ობობებს დიდი საქმე გამოუჩნდათ -ჩამოშლილ კედლებს ქსელით ამრთელებენ.. ობლად რჩებიან ასეთი სახლები-წლების განმავლობაში დამცავი ღობეც ირღვევა და მკაცრი დროება ნასახლარად აქცევთ მათ, ვინ იცის წლების შემდეგ ნასახლარზე დაბრუნდება ძველი პტრონი,მაგრამ უკვე გვიან იქნება,მერე გულში იარები ჩნდება ,თვალებსი ჯურღმულები აირევიან ,სულის არეებს სინანული შეეპარებათ.. მე მინახავს ასეთი სახლები-სულწართმეულნი,გასხვისებულნი ,მინახავს თვალებამღვრეული პატრონებიც გზა რომ ძალიან გაუგრძელდათ და დააგვიანდათ ... დღეს ჩემ სოფელში ბევრი სახლია ,რომელსაც სული ამოაცალეს ,პატრონებმა იმქვეყნად გაიყოლეს ისინი.. ყოველთვის როცა ჩემში მძაფრი შეგრძნებები ბინას იდებენ,ფიქრის უსაზღვრო ეკეანეში მივცურავ და მტკივა ყველა სულამოცლილი სახლი.. ნუ გავასხვისებთ სახლებს,ქოხმახებს ,ნუ წავართმევთ და ამოვგლეჯთ სულებს.. 10/09/2017 22:54 /ნენე/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი