ახლა როცა გარეთ ქარიშხალია
ახლა როცა გარეთ ქარიშხალია და მე ავად ვარ ,ცრემლებს საჩქაროდ ვიწმენდ და მარტო დარჩენილი შეგრძნებებს ანბანის მიხედვით ვალაგებ ჰო ანბანის ,მაგრამ ზოგი ასო სულაც გამოვტოვე ,ამდენი, ამდენგვარი შეგრძნება ვერ დავიტიე,ანიდან ჰოემდე რომ ამოავსოს სათქმელები და სიტყვები შევუსაბამო .. საღამოებით როცა გამაყრუებელი მელოდიებით ვიმშვიდებ თავს ვოცნებობ კიდეც ,მთვარე ახლა რკალივით გამოკიდებული უჰაერო კოსმოსიდან რომ მაფერმკრთალებს ღრუბლებში მემალება და ჩემ ბავშვობას აღარ იჯერებს .. და ახლა როცა მე კი არა თერმომეტრიც სიცხიანია ვსხედვართ ორივე და ლაქგადამძვრალ იატაკის ღრიჭოებს ვითვლით ... /ნენე/ 9.5.2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი