ახალი წლის შეგრძნებათა შემოტევები


ახალი წელი მოდის და კიდევ ერთხელ უნდა გადავთვალო ამ წლის შეგრძნებები..

თავი შევახსენო ღიმილებს და ვიდრე ეს წელი საბოლოოდ მიილევა კიდევ ბევრი შეგრძნება ჩავატიო მასში..
როცა თვალებს ვხუჭავ სიცოცხლით სავსე დღეები მახსენდება,365დღეში რომ ყველაფერის მოსწრებას ვცდილობთ ,განსაკუთრებით ბოლო წამებზე ვნერვიულობთ,ჩვენს მიძინებულ თავებში ახალ იმედებს ვეძებთ..
ახალი წელი- გვაახლოვებს..
შეგრძნებებს მიმძაფრებს,მონატრების ტკივილი ძვლებში მამტვრევს,სულს მიხუთავს.
ახალი წელი-სახლში დაბრუნება-ახლობლების მზეებჩამდგარი თვალები..
ასეთ დღეებს ცივი ამინდები უხდება -სახლში რომ მივიყუჟებით ,ღუმელს ან ბუხარს მივუსხდებით მონატრებულები და გასული წლების თითზეჩამოსათვლელად შემორჩენილ მოგონებებს გავიხსენებთ..
ასეთ დღეებს თოვაც უხდება,დიდი ფიფქები რომ სცვივა ზეციდან და მიხარია,
გიხარია,
გვიხარია..
ყინვისაგან მოხატულ ფანჯრებს გზააბნეული გზირივით ვუცქერ ,მერე ბავშვობა მენატრება -ციგაობა,
ერთიანად გათოშვა,
გაყუნული ხელები 
და ცხვირი,მაგრამ საოცრად ბედნიერი თვალები ..
ახალი წელი მოდის,რვა გრძელი ღამეც თავის წილ დარდს წაიღებს!!
ახალი წელი-სახლში დაბრუნება!!
ახალი წელი-ახალი იმედები!!
ახალუ წელი-ახალი შესაძლებლობები!
ახალი წელი-ახალი შეგრძნებები,ურთიერთობები,თავგადასავლები და კიდევ 365 შანსი-სულის სიღრმეებში შემოსანახი დღეებისთვის!!!
22/12/2018 /ნენე/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი