მანდარინები


მანდარინები..
ზამთარი მოდის ,ახალ წელს დღეებს ისევ დავუთვლი..
ნოემბერს ამ დღეს წვიმა აცილებს ,თოვლის ფიფქები სხედან ღრუბლებზე..
დარდებით ვთვრები და მანდარინის მძაფრ არომატზე ჩაის ვაყენებ ..
ჩავიცმევ დედის მოქსოვილ წინდებს,ჭრელ ხელთათმანებს 
ღუმელთან ნამცხვრის რეცეპტების გადავშლი წიგნს და დედა მასწავლის..
გავარჩევთ კაკალს ..
ჩურჩხელებს ისევ ხალისით ვავლებთ მე და ჩემი და -სულ არ გავზრდილვართ..
ზამთარი მოდის ,ნისლისფერი მიხდება სახე
მანდარინები მიღიმიან ,მოხარშულ გოგრას საოცარი სურნელი ასდის..
გავზრდილვარ უკვე ბავშვობას კი ვეღარ ველევი..
ზამთარი მოდის
მანდარინის არომატზე ვაყენებ ჩაის ,გავარჩევთ კაკალს..
30/11/2018 /გ.უ/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი