ჰელადოს


ჰელადოს ,შენ ჩემო ჰელადოს 
ახლა შენს თვალებზე ვიფიქრებ 
მერე რა თორმეტს რომ გადასცდა
 და ავად სიბნელე  სისინებს 
ჰელადოს ,ზღვისფერი თვალების
 ჩუმ შემოხედვებს ვნატრულობ 
და დღეებს უშენოდ გადავლილს
 გულცივად ,ზერელედ ვუყურებ 
დაკარგულს ,დანაცრულს, დაცვარულს 
მძაფრ შეგრძნებებსაც დავეძებ 
 ბნელ ფიქრთა მორევში მიყუჟულს 
შენფერი  ამინდი მამშვიდებს 
ჰელადოს ,შენ ჩემო ჰელადოს 
ახლა შენს თვალებზე ვიფიქრებ 
                                                                          /ნენე/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი