ოდა-სახლი
ჩემი ძველი ოდა-სახლი ფართო აივნებიანი, ფერადქნოგურებიანი მამა-პაპის ნაშენები , ფიცარ-ფიცარ ნაჭედები.. გულზე დარდად ნაგროვები სახურავის ღრიჭოები, წვიმის ღორღის მოტანილი ზემო სოფლის გასაჭირი ჩემი ძველი ოდა-სახლი დარდვარამის საყუდელი, ფიცარ-ფიცარ გაძარცვული, ჭილყვავების სამყოფელი. #ნენე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი