გიხადე ხარკი


გიხადე ხარკი

ათწლეულები ვაშოშმინე მშიერი სული ...

შეგრძნებებს აბჯარასხმულს ვატარებდი ,ხანჯალსაც ვლესდი.

და ცუდ ამბავთა შიშნარევი გამოქროლება კარგავდა იერს..

იასამნების  ტოტებდამტვრეულ გაზაფხულზე დავაბიჯებდი და მიწამლავდა ფილტვებს ისე როგორც თამბაქო..

ვახელდი თვალებს ,კანზე ისევ ისე მეცხო შენი ფიქრები ..

მთაში გახიზნულ  უსახლკარო განდეგილივით ღრუბლის ჩრდილებს ვესალმებოდი ..


ვიხადე ხარკი

ამოვკემსე ნაჭრილობევიც


შეფკლულ ღაწვებს,გამხდარ ყვრიმალებს  სიზმრად ისევ ისე ვხედავდი...

/ნენე/ 03.05.2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი