ახლა მე ორმაგ თამაშს ვთამაშობ
ახლა მე ორმაგ თამაშს ვთამაშობ და სასთუმალთან ნიღბებს ვინახავ მე ახლა შენზე ამბებს ვიგონებ და ტკივილების ამარა გტოვებ.. გაზრდილა ჩემი შეჭრილი ფრთები და ოცნებები გახუნებულან .. ნაცნობ გზებს შენი სურნელი შერჩათ და ნიავს დღესაც კარდაკარ დააქვს. ამბებად ისევ ჩემ ფიქრებს ვყვები, მდორე დღეების მელანქოლიებს გავუღე კარი .. მერე გაზაფხულს, თავაშვებულს დავუდე ზავი .. და წლების შემდეგ ზედმეტად ბავშვს დაბერებისთვის ამიგეთ ქოხი - ხის თაროებზე შეგრძნებები ჩამომირიგეთ... ბავშურ ღიმილებს ტირილები შეუმსუბუქეთ გამიყეთ დარდი საამქვეყნო ,ვერსად ნათქვამი .. ჰო ,წლების შემდეგ ,უკვე გაზრდილს დაბერებისთვის ჩემი ნიღბები ჩემოდნიდან გადამიყარეთ.. /ნენე/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი