ჩამოუხვრჩიათ თავი შგრძნებებს
ჩამოუხრჩვიათ თავი შეგრძნებებს, ალალ ღიმილებს.. აქ, ჩემს ეზოში , თუთის ტოტებზე ჩამოუხრჩვიათ თავი ტკივილებს ვენახზე ობლად შერჩენილ დარდებს ცრემლები პირზე შემოჰყინვიათ.. ნოემბრის ამინდს მთიან სოფელში ალალ შეგრძნებებს აღარ ჰყიდიან .. ზამთრისპირს ყველა ფოთოლი ჭკნება , ოცნებად ჩემი სიზმრებიც მიაქვთ მიდიან შორი უმთვარო გზებით და მოსახედად ვეღარ იცლიან .. მინაჩამსხვრეულ სარკმელში ისევ ჩემი ბავშვობის სურათი მოსჩანს .. 28/11/2018 /გ.უ/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი