ნენე
გაიზარდა პატარა ნენე ,ახლა კი წარსულის აჩრდილებს ეთამაშება ,ყველაფრის გახსენება უნდა ... როგორი იყო ნენეს დაბადება ? ოთხმოცდაათიანი წლები სულს ღაფავდა ,მეოცე საუკუნის ბოლო ზაფხული იდგა .. მწველი აგვისტო -გვალვისაგან დამსკდარი მიწა შველას ითხოვდა - იმ დღეს გაწვიმდა როცა ნენე ქვეყანას მოევლინა . დიდ ოჯახში დაიბადა -ნაბოლარა ნენე.. წარსულს და ბავშვობას ფოტოალბომები,რამდენიმე მძაფრი შეგრძნება და სხეულზე შემორჩენილი შრამები ახსენებს .. მერე ეღიმება -ღიმილები შეუყვარდა ,ხანდახან მათაც ებუტება, როგორც ბავშვობაში დედას.. ნენე დაიბადა- ზაფხულის ამინდები ნელნელა აირივნენ,გამუქდნენ,შავი ღრუბლები სიცხიანი სოფლის თავზე ამოცურდნენ.. სექტემბრის სურნელოვანი დღეები უნდა გათენებულიყო.. ნენეს დიდედას საფიქრალი შემოსწოლოდა და დანაოჭებულ ხელებს დანანებით დასცქეროდა .. წარსულის ლანდები თავს არ ანებებდნენ ტკივილების მზე იწვოდა, ზღვისფერ თვალებში.. გამომშრალ მიწაზე დაღვრილი ჭიქაწყალივით ილეოდა დრო შემოდგომამ თავისი წილი დარდი წაიღო , მოდიოდა დიდი ,თეთრი და დაუნდობელი ზამთარი ,დიდედას თვალებში დარდი არ ნელდებოდა , ერთი ზღაპრის მოყოლისოდენა დროში წლები მიიცვალნენ,წელიწადის დროები შემობრუნდნენ -სამყარომ დახეული ფარაჯის გაახლება დაიწყო და ჭრილობები ამოკემსა ,საკერებელიც დაადო და გულს დამშვიდების უფლება მისცა - ცივ ზამთარში შეგროვებული იმედის ნაპერწკლები ისევ ღვიოდა .. დიდედამ ეს ზამთარი ვეღარ გადაიტანა ,დაგუბებული დარდი ცრემლებად წასკდა და მიიცვალა , მისი შემცვლელი ნენე უნდა ყოფილიყო-პატარა ნენე რომელიც დიდედას ძალიან ჰგავდა .. კიდევ შემობრუნდნენ საათის ისრებივით წელიწადის დროები - ოჯახს პაპა და ბებოც მოაკლდა ,ნენეს მეხსიერებაში მკრთალ ზოლად მოსჩანს მათი ლანდი ,ნენე მოგონებებს ებღაუჭება .. წლები გადის ნენე იზრდება და უფრო მეტ ახალ რაღაცას სწავლობს, ერთი რამ კი უცვლელია ,თითქოს აუცილებელიც - ნენეს ყველა დაბადების დღეზე წვიმს.. 19/01/2019 /გ.უ/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი