მარიამი
ახლა ისევ შეგრძნებათა დასაცლელად მოვიმარჯვე თითები ... გონებაში ძლივს დალაგებული აზრები აირივნენ და თავში ხელების წაშენაც მოვასწარი უღიმღამო დღეებში ღიმილიანი საათებიც გამოაჭყიტებს ხოლმე და ღრუბლიან ცაზეც ბრწყინავს მზე .. მაისის ოდნავ ნესტით გაჟღენთილი დღეებიც წარსულის აჩრდილებს მიჰყვებიან და თავისი წილი შეგრძნებებიც მიაქვთ ... *** ამ დღეს სხვანაირად ელავდნენ მარიამის თვალები,მზისფერი თვალებიდან სხვანაირი დარდი იღვრებოდა მარიამი თრთოდა გონებაში გაქცევის აზრიც გაუკრთებოდა ხოლმე მორცხვად ,მოზომილად გადადგამდა რამდენიმე ნაბიჯს მერე მძიმედ ამოისუნთქებდა და უკანვე ბრუნდებოდა .. თრთოდა მარიამი.. ცაზე ღრუბლის ორიოდე ნაგლეჯი ღაფავდა სულს ჩაიდანი რომლისთვისაც უკვე არავის ეცალა გამაყრუებელ ნოტაზე გაჰკიოდა მთელ სახლში ,მაგრამ მარიამის შფოთვას ვერ უმკლავდბოდა .. ნეტავ მარიამი ვიყო ,ნატრობდა ელენა ,ხელებდაკოჟრილი ძველ ,მეხსიერების კიდეებზე შერჩენეილ ამბებს იხსენებდა და ძლივსშესამჩნევად ეღიმებოდა.. ფესვებგადგმულ დარდს არხინად ეძინა ელენას მუხლებზე და მშვიდად სუნთქავდა ,ელენამ საფარებელი მიაფარა ნაგუბარ ფიქრს .. /ნენე/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი