გადასახლება
გადასახლება.. ზაფხულიდან შემოდგომაში გადავსახლდი. . გაცრეცილი სამოსი ამოვარჩიე და გუდანაბად აკრული შემოდგომის სუნთქვას შევუერთდი.. შემოდგომისფერ თვალებს საათობით ,წლობით ვეძებდი და ერთ მეტად ნაცრისფერ დღეს გიპოვნე , სიცივისაგან ხელებს იფშვნეტდი, სახელოები დაგეგრძელებინა და უხმოდ ებრძოდი შინაგან ტკივილებს .. ისეთი მოღრუბლული იყავი თვალები კი შემოდგომას ჰგავდნენ, იცვლებოდნენ,ელვარებდნენ, არსად მინახავს ასეთი თვალები -შემოდგომისფერი.. იმ ნაცრისფერ დღეს გიპოვნე და სულელივით ახლაც ყველგან შენს თვალებს ვეძებ,გეძებ ყოველ შემოდგომას მოვდივარ იქ სადაც გიპოვნე, იქნებ კიდევ ვნახო შენი თვალების შემოდგომა და სიტყვები ძაფზე მძივებად ავასხა რომ გითხრა გიპოვნე,შენი თვალები ვიპოვნე.. მას შემდეგ ყოველ შემოდგომას გეძებ, შენი თვალების შემოდგომას ვეძებ.. იქნებ გიპოვნო..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი