თენდება
თენდება.. უკვე მეასედ გადავწყვიტე დაძინება .. გულაღმა ვწევარ და პირველი მზის სხივებით გადასერილ ივნისის ცას გავყურებ ორიოდე საცოდავი ღრუბლის ნაფლეთი ჩემ ქვეცნობიერში შემორჩენილ იმედებს მივამსგავსე ,მინდოდა ყველა ჩემი დარდი იმ საცოდავი ღრუბლებისთვის ამეკიდა და გავქცეულიყავი .. სიცარიელე რომელიც სადღაც ჩემ არსებაში წლებია ცხოვრობს გამოცოცხლდა და გარესამყაროთი ტკბობას იწყებს .. უძილო ღამის ნაცრისფერი სურათი უცვლელია -ფარდები ბოლომდე ჩამოფარებულია, მათი კიდეები ოდნავ ირხევა მოჩვენებათა ნადიმის შემდეგ.. ექვსს საათსა და ორმოცდაორ წუთძე ძველისძველ საათს გულისფეთქვებსაც ვუთვლი საკუთარი არითმიის ფონზე ... კოშმარებმაც იწყეს ჩემს სამყაროში შემობიჯება ,ისინი არასოდეს იგვიანებენ და ტკბილი ძილის პირვეილვე წამზე მსტუმრობენ როგორც კი მძაფრსიუჟეტიანი თრეილერი ამოანათებს შპალერჩამოხეულ ნესტიან კედელზე მე სიფირფანა ძეწრის ქვეშ ვიწყებ დამალვას .. სუსტი თითები ნერვიულად იხლართებიან ერთმანეთში თენდება ,უკვე მერამდენედ უნდა გათენდეს ოცნებებს გავურბივარ ,ბოლოს მაინც ვიღაც მომპარავს მათ და ჩემს მაგივრად აისრულებს ყველას აღარ ვოცნებობ - ღიმილებს ახლა ჩანთით დავატარებ და სახეზე მორგება მავიწყდება ხოლმე .. გათენდეს ,კიდევ ერთხელ შევეჩეხები სარკის ნატეხში აუტანელ ჩემ თავს და ვაიძულებ რკინის გისოსებში გამომწყვდეული წლების წინანდელი საკუთარი თავი გაათვისუფლოს .. /ნენე/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი