წისქვილი


ბაბუაჩემი მეწისქვილე იყო 
სოფლის განაპირას კაკლებისაგან შესუდრულ ხევში ხის წისქვილი ედგა 
საათობით უცდიდა ხოლმე მეზობლების მოტანილი საფქვავის დაფქვას 
ზაფხულის სიცხისგან დამშრალი ღელე ძლივსღა აბრუნებდა ჟანგმოკიდებულ ბორბალს  
ქოხში დიდი რკინის სასწორი ედგა და მინდსაც იღებდა ხოლმე 
მარცვალ-მარცვალ ეცემოდა სიმინდი ქვის ბორბალზე და საგულდაგულოდ შეჭედილ ხის ყუთში გროვდებოდა ფქვილი ,
საქმეში გართულს საფქვავის წასაღებად მოსული ნაცნობი თუ გამოაფხიზლებდა ..
მეწისქვილე იყო ბაბუაჩემი და მეც მეწსიქვილის შვილიშვილი ვიყავი ,ფქვილში წრუწუნასავით ამოვლებული  ხშირად გამოვპარულვარ მოკლე გზებით შინისაკენ ..
ქოხში მუდამ იდგა ახლადდაფქვილი სიმინდის სუნი 
ხის თაროებზე ძველი გაზეთებიც შემომსხდარიყვნენ მოხუცებს დრო რომ ადვილად გადაეგორებინათ..
ჭრაქის სუსტი ნათებით აფრთხობდა ხოლმე  ქოხში ჩამოწილილ სიბნელეს ..
 წლების შემდეგ როცა უკვე აღარ  ფქვავდა ჩვენი ერთიციდა წისქვილი ,სარკმლიდან ვიპარებოდი ხოლმე და დროში გაყინულ ხელუხლებელ ნივთებს ვათვალიერებდი ..
მელნისაგან დამშრალი კლამები 
,რვეულებზე მკრთალად შრჩენილი საფქვავის წონები ,
ხის ყუთი ,
გაფქვილული თაროები ,
შევსებული კროსვორდები  -ყველაფერი ერთად მიმზერდა ,დამშრალი ღელე ვეღარ აბრუნებდა უშველებელ ბორბალს ..

ბაბუაჩემი მეწისქვილე იყო და ვიდრე შეეძლო მიდიოდა წისქვილში სოფლის განაპირას და ფქვავდა  ზაფხულის ცხელდღეებ გამოტარებულ სიმინდის მარცვალს...
                                                                                                                            /ნენე/ 31.07.2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი