მიტოვებული სახლების კიჩოებზე შემომსხდარი ყარყატების ამბავი
მიტოვებული სახლების კიჩოებზე შემომსხდარი ყარყატების ამბავი ჯავახეთი -ყარყატების სამფლობელო და საღამოს ტბა.. მდუმარე ტბის პირას ყარყატების გუნდი ირეოდა ,თუმცა ტბაში შესვლას ვერცერთი მათგანი ბედავდა.. ტბის ზედაპირი ყინულის თხელ ფენას დაეფარა,ჯერ კიდევ ნისლი იყო და მზის მბჟუტავი სხივები საცოდავად ეცემოდნენ მიწაზე ,მათი სითბო იმდენად უსუსური იყო თხელ ყინულსაც ვერ ალღობდა ... გრძელ ფეხებზე შემდგარი ,ყველაზე ფერადი და თითქოს ყველაზე ჭკვიანი ყარყატი ოტო ნელა მოირწეოდა,თითქოს უგუნებოდ იყო .. მიწას ნელნელა ბოლი ასდიოდა ,მზე ძალას იკრებდა და ტბაც სიცოცხლეს იბრუნებდა .. ერთ დროს აქ პატარა ,ხის ოდებით და მეჩხერი ღობეებით გაშეენბული სოფელი იყო ,პატარა ჯავახური გომურებით ,რქებგანიერი კამეჩებითა და მოცინარი გოგო-ბიჭებით.. მერე დროს წლები წამებივით შემოეხარჯა და მეჩხერღობეებიან ეზოებს მოაკლდა გაფენილი ფერადი ზეწრები ,ღობეებზე ჩამოცმული ლანჩა დაღებული ფეხსაცმელები და საკვამურებიდან ამოსული სიცოცხლე.. ახლა მათ მომცრო აივნებზე სიმარტოვე ცხოვრობდა ,ეულად ირწეოდა სიძველისაგან გაწყვეტამდე მისული ფერადიზეწრების სიმძიმეს მიჩვეული თოკი.. ახლა აქ უკვე ყველაფერი დაცარიელდა .. მერე ნელნელა დენის ბოძებიდან სახლის კიჩოებზე გადმოინაცვლეს გრძელფეხება და დიდნისკარტა ყარყატებმა .. მიჩუმებულ ორღობეს სევდისფერი დაკრავდა და დროისაგან ჩამოშლილ სახურავებს კიჩოებზე შემომსხდარი ყარყატები უმაგრებდნენ ,. დიდი და მოქნილად გაკეთებული ხმელი თივის ბუდეები ,ყარყატი ოტო და გამოღამებულ ფანჯრებიანი სახლები ადამიანებს ელოდნენ .. ოტო,წითელი ყელკისრით,განიერი ფრთებით ჯერ კიდევ ღონივრად იყო ,ოტოს აქ ადამიანები ახსოვდა და ფერადი ზეწრებისთვისაც გაუკრავს კბილი,ან მახეში ამოუყვია თავი .. ოტო სახლის კიჩოს მოშორდა და ტბის პირას მიირწეოდა,უგუნებოდ იყო ალბათ ძველლი დრო ენატრებოდა ან ეჯავრებოდა კიდეც ,ადამიანები სიმსვიდეს ურღვევდნენ,მაგრამ თავქარიან ოტოს ადამიანებთან ძიძგილაობაც უყვარდა .. ოტომ ბუდის გასაკეთებლად ყველაზე მაღალი და დარდდანაგუბები ქოხი აირჩია,მოხუცი ბერიკაცი ცხოვრობდა აქ და მუდამ შვილების მოლოდინით გაჰყურებდა ვიწრო ქვაღორღიან გზას,ალბათ ოტოც გრძნობდა რაღაცას და სახლის კიჩო მისი საგუშაგო იყო,თითქო ყოველდრე ადამიანს ელოდებოდა ,საკბილო შარს ეძებდა .. საბოლოოდ მზემ ძალა მოიკრიბა ,თხელი ყინულის ფენაც სადღაც გაქრა და უგუნბოდ მყოფმა ოტომ საღამოს ტბას შემოუარა ,შუაზე გააპო მისი დაგუბებული წყალი და სხვებიც წააქეზაა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი