დილის ექვსი საათია-წვიმს
დილის ექვსი საათია წვიმს.. დედაჩემი დგება საწოლიდან და ღუმელს ანთებს ერთიციდა ცელოფანგადაკრული სარკმელიდან რძისფერი ნისლი მოსჩანს და უხმოდ მოგორავენ მსხვილი წვეთები ტლანქ ზედაპირზე.. ხის მაგიდაზე ლამფა დევს ,ლამფის შუშა გამურულია,ნავთის სუნითაა გაჟღენთილი ყველაფერი დედა ყოველათწუთში სიცხეს მიზომავდა და დარდთან ერთად ნადირისგან შეშინებული ძაღლების ყეფაც არ გვაძინებდა.. ადგა დედაჩემი და ჟანგმოკიდებულ ღუმელს მიუჯდა ,წიანდღეს დამზადებული წვრილი ხის ნაჭრები გადმოიღო და დანთებას შეუდგა .. ასე ხდება ყველასთან,სისხამდილას,როცა ნისლი ჯერ კიდევ სახლებს შორის დააბიჯებს იღვიძებენ დიასახლისები,მთის ქალები და ეჭიდებიან თავიანთ საქმეს... გარეთ საშინელი ტალახია,ცივა ,ქარისგან ჩვენ ქოხს სახურავიდან რამდენიმე ფიცარი მოსძვრა ამიტომ წვიმის წვეთებმაც შემოაღწია სახლში,თითქოს თავი შეაფარეს თავაშვებულ ამინდს.. გაგიკვირდებათ და აგვისტოა ახლა,მე კი ვიცი საწოლიდან რომ გამოვძვრები ძალიან თბილად უნდა ჩავიცვა,მერე ბოჩოლებიც გავდენო საძოვარზე და წყალიც უნდა მოვიმარაგო .. დედაჩემმა ღუმელი დაანთო და შეშის ტკაცუნი მესმის,ღუმელი თბება და მასზე წუხანდელი წვიმისგან შემორჩენილი წყალი შიშხინს იწყებს.. უგემურად ვიფშვნეტ თვალებს და ჩემი ქოხის ვიწრო საფეხურებზე ასკინკილით ჩასვლას ვგეგმავ,თუმცა მანამდე ჩემი სათამაშო დათუჩა უნდა გავაღვიძო,ძალიან იჭირვეულა და ვერ დავიძნეთ,მერე კედელზე გაკრულ,წარწერებ გადაქექილ რუკას ვაკვირდებოდით და ასე ჩაგვეძინა ... ქოხმახიდან ვიჭყიტები და მჯერა რომ შავი ღრუბლებიდან მზე გამოძვრება და სათამაშდ წავალ,თუმცა ჯერ სიცხემ უნდა დამიწიოს .. ვიცი რომ თუ მზე გამოვა ცისარტყელაც გაჩნდება და უკიდეგანოდ გადაიჭიმება ცაზე,თუმცა შეიძლება ერთი ფეხი ჩემს ეზოში ჰქონდეს და ბიჭად ქცევის შესაძლებლობაც მოვსინჯო.. დედაჩემი მოდის და ალმურ მოდებულ შუბლზე გაყინულ ტუჩებს მადებს,მგონია რომ ეს ყველაფერი საუკუნოდ გრძელდება და თვალებს ვხუჭავ,სადღაც ჩემს ფერად სამყაროში სამოგზაუროდ .. დილის ექვსი საათია .. წვიმს .. დედაჩემი დგება და ღუმელს ანთებს და მინდა რომ ყველაფერი სიზმარი იყოს,ერთი ღამის სიზმარი და ჩემი ქოხის ვიწროსაფეხურები ასკინკილით ჩავიარო ბოჩოლები გავდენო და ღრუბლის ჩრდილებს ვეთამაშო..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი