ისევ ვერაფერს ვაკეთებ


ისევ ვერაფერს ვაკეთებ-განა იმიტომ რომ დაგკარგე? არა გიპოვნე და თვალწინ დაგისვი,ჩემი თვალების წინ,ახლა უშენთვალებო ფიქრები გაქრნენ-მე შენში ჩავსახლდი,შემოგეკედლე,უდაბნოში დაკარგული გზირივით ჩავიძირე შენში..
თვალებს ვერ ვივიწყებ,გიყურებ -ქრები,თვალები არ ქრება
თაფლისფერია,ზოგჯერ ამინდისფრად იღებება,იცვლება,მაგრამ ჰო იცი მე მხოლოდ თაფლისფერი,შენი მზეებჩამდგარი თვალები მახსოვს-მაშინაც როცა ჩემს წინ ხარ -არსად მიდიხარ, თვალებში ჯიუტად გიცქერ და ყველაფერს,სულყველფერს ვიმახსოვრებ, შენ გიმახსოვრებ..
შეიძლება ოდესმე დაგკარგო,ან მე დავიკარგო,მე ხომ უდაბნოს ბედუინი ვარ,მოხეტიალე აჩრდილი ვარ, უსულო სხეული ვარ და მაინც როგორც არ უნდა გავქრე ან გაქრე, სულაც გავქრეთ გახსოვდეს,ყველას ახსოვდეს
-შენი თვალების ფერია მზე
და მე იმაზე მეტად მიყვარს შენი თვალები ვიდრე სხვა ყველას საკუთარი თავი..
ჩემი თვალები კი შენი სინათლის ტყვეა, უშენთვალებოდ უფანჯრო სახლი ვარ, უსულო გვამი,უსიყვარულო დედამიწა
უშენთვალებოდ ვერ ვარსებობ,ბნელი ყუთი ვარ,ამოუვსები ჯურღმული ვარ..
და მაინც ყოველთვის, წუთის სამოცივე წამში გახსოვდეს შენი თვალების ფერია მზე.
26/08/2018 /ნენე/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი