ნამძინარევი უძინარი თვალებით გიცქერ ..
ნამძინარევი უძინარი თვალებით გიცქერ და გაბუტული მარტოობის დარაბებს ვკეტავ.. ამ ფიქრებს ისევ გამხელილი დარდის გემო აქვთ .. ვმელანქოლიკობ, ოცნებების აღარ ვკრებ ჯარას .. უიმედობის იმედებიც ვეღარ ცოცხლობენ.. ვერ ვეთხოვები ღრმა ბავშვობის მშიშარა აჩრდილს -ამ ბნელ დერეფანს ისევ ისე ხმაურით ვტოვებ, მაჯლაჯუნები შეგრძნებათა მპარავენ ფიქრებს .. არ გავიზრდები !! აღარ მინდა ვებრძოლო დარდებს დღეს ჩემთან მოდი და ნატკენი მიჩვენე მუხლი .. წვიმიან ამინდს ერთმანეთში გადავიკარგოთ !.. გადმოვსახლდები ჩაკეტილი დარაბის მხრიდან და ღიმილები ნაჭრილობევს გვიუფერულებს შენს მძიმე სხეულს თითებიდან გასცვივდა დარდი ჩვენ ორნი დავრჩით ნამდვილები,უნიღბო სახით-ვეღარ გიცანი- დაგვიკარგავს ნამდვილი სახე გავუფერულდი გაუფერულდი გავუფერულდით 07/12/2018 /გ.უ/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი