მოღუშული დღის ნაამბობი


მოღუშული დღის ნაამბობი
შემოდგომის კიდევ ერთი ფერშეცვლილი დღე გათენდა ..
ასფალტზე ალაგალაგ მიმოფანტულ ფოთლებს გავედევნე ,სულწართმეულებს ნიავი რომ დაათამშებს ..
რომელღაც კუნჭულში წყენები შევინახე და ძველი “მე“ გავაცოცხლე..
თვალებით სიცილი მომენატრა როცა მხოლოდ შენ ხვდები შენი თვალების ამბავს და კიდევ ერთიორი გზირი,სულში რომ გყავს ჩასახლებული..
ქუჩას ნელი ნაბიჯით გადავივლი და გაყვითლებულ თუთასთან მივალ და მერე ჩემს ეზოში ,ჩემი თუთის ქვეშ მეგონება თავი და ამბებს მოვუყვები,ყველაფერს ვეტყვი მტვრიან ქალაქზე ,მე რომ შემიკედლა და თავისიანად მიმიღო...
მზე არსად ჩანს,მინავლულ სხივებს ღრუბლებში მალავს-ვეღარ გამათბო..
შემოდგომის ყოველი დღე სხვანაირია რადგან მის გულმკერდზე კიდევ ერთი ფოთლით მეტი ამბავი ვარდება და ქრება ოქტომბრის ნაზი სიყვავილე...
დარდები მიყვარს,ვერნათქვამი სიტყვების მჯერა და მერამდენე შემოდგომა უნდა დამიდგეს რომ შენი პოვნის იმედები აღარ გამიჩნდეს...
16/10/2018 /გ.უ/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი